სპორტი
ძიუდოს ფედერაციის ახალი პროექტი თელავის საბავშვო ბაღებში
ძიუდოს ფედერაციის ახალი პროექტი - "საბავშვო ძიუდო" თელავის საბავშვო ბაღებიდან დაიწყება და ორი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში პატარები ამ სახეობის შესახებ შესაბამის განათლებას მიიღებენ.
„ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოირჩევა რეფორმებით. ეს პირველი პროექტია როცა სკოლამდელი ასაკის ბავშვებს აძლევენ საშუალებას სპორტს ეზიარონ. ის ყველა რეგიონშიგანხორციელდება. უახლოეს პერიოდში ოც საბავშვო ბაღში მოეწყობა ტატამები და ბავშვებს მიეცემათ საშუალება პირველი ნაბიჯი გადადგან ამ კუთხით . შეიძინონ ის თვისებები რომელიც შემდგომ ცხოვრებაში გამოადგებათ“-აღნიშნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, წამოწყებაში საერთაშორისო ფედერაციაა ჩართული.

| Print |
FaceBook Twitter Google