სპორტი
„აღმოსავლეთ საქართველოს პირველობა“ ლაგოდეხში
ქ. ლაგოდეხში, რამდენიმე დღის წინ გაიმართა „აღმოსავლეთ საქართველოს პირველობა“ ქართულ ჭიდაობაში.


მასში სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული 2000, 2001 და 2002 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის ივანე ხაჩიძის თქმით, ტურნირი ქართული ჭიდაობის ფედერაციის ინიციატივით ჩატარდა. „შეჯიბრში მონაწილეობდა აღმოსავლეთ საქართველოს დაახლოებით 70 სპორტსმენი. გამარჯვებულები ფედერაციამ მედლებით და სიგელებით დააჯილდოვა. “

ადგილები წონითი კატეგორიების მიხედვით ასე გადანაწილდა:

46 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი-სამირან გასანოვი; მეორე ადგილი- ჯაბა ლუხოშვილი; მესამე ადგილი- კობა ჭუმბურიძე.

50კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- შოთა მაისურაძე; მეორე ადგილი- გიორგი მეგრელიშვილი; მესამე ადგილი- პავლე ცისკარიშვილი.

55 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- გურამ გოგოლაძე; მეორე ადგილი- გიორგი კურტანიძე; მესამე ადგილი- თურალ ახვერდიევი.

60 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- ორხან მუხტაროვი; მეორე ადგილი- ალეკო კურტანიძე; მესამე ადგილი- გიგა გივიშვილი.

66 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- ილია ბითარაშვილი; მეორე ადგილი- ჯემალ წყალობაშვილი; მესამე ადგილი-უჩა ნივაშვილი.

73 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი - გიორგი წიკლაური; მეორე ადგილი- გიორგი ძინიყელაშვილი; მესამე ადგილი- დავით ოჯახიშვილი.

81 კგ. წონით კატეგორია: პირველი ადგილი- ხვიჩა თუშიშვილი; მეორე ადგილი ნოდარ ჭაბაშვილი; მესამე ადგილი- ნოდარ ქევხიშვილი.

ტურნირს კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი ივანე ხაჩიძე და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.





| Print |
FaceBook Twitter Google