სპორტი
ლაგოდეხელი ელენე ქებაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა
24-25 მარტს მოსკოვში გამართულ “სამბოს” მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ლაგოდეხელმა ელენე ქებაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები, რუსეთში მხოლოდ ოთხი სპორტსმენით წარსდგა. აქედან (-72 კგ) წონით კატეგორიაში ნინო ოძელაშვილმა და (+80 კგ) წონით კატეგორიაში, ელენე ქებაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს.

(-100 კგ) წონით კატეგორიაში -დავით ლორიაშვილმა მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო (+100 კგ) წონით კატეგორიაში, ბექა ბერძენიშვილმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.


| Print |
FaceBook Twitter Google