სპორტი
გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში 23-წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი აიღო.


ჩემპიონები გახდნენ: 74 კგ. წონით კატეგორიაში - ავთანდილ კენჭაძე; 97 კგ. წონით კატეგორიაში - გივი მაჭარაშვილი და 125 კგ. წონით კატეგორიაში - გენო პეტრიაშვილი
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: 61 კგ. წონით კატეგორიაში- შოთა ფარტენაძემ; 65 კგ. წონით კატეგორიაში -ივერიკო ჯულაყიძემ და 70 კგ. წონით კატეგორიაში -მირზა სხულუხიამ.
აღსანიშნავია, რომ გენო პეტრიაშვილიმა შარშან მოპოვებული ტიტული დაიცვა და ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

| Print |
FaceBook Twitter Google