საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ვარშავაში ევროპის ჩემპიონატზე
ინდივიდუალურ შეჯიბრში - 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი,
ხოლო გუნდურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატზე 41 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
გუნდური ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდი 3:2
დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მეცხრედ
გახდა. ძიუდოს ეროვნულმა გუნდმა ფინალში გასვლამდე იტალიის, სერბეთისა
და უკრაინის ნაკრებებს სძლია.
ოქრო მედალი (+ 100 კგ) წონით კატეგორიაში მოიპოვა გურამ თუშიშვილმა.
ვერცხლი -(+ 100 კგ) წონით კატეგორიაში -
ადამ ოქრუაშვილმა, ხოლო ბრინჯაო - (-90 კგ) წონით კატეგორიაში
ბექა ღვინიაშვილმა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით
იმყოფებოდა: - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა გიუნაშვილი,
ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, ზებედა
რეხვიაშვილი, ამბაკო ავალიანი, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი,
ვარლამ ლიპარტელიანი, ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები