სპორტი
ლაგოდეხში გიორგი (ჟორა) ნავაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა
პირველ და ორ მაისს ძიუდოში გიორგი (ჟორა) ნავაძის სახელობის ტურნირი გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრმა გაუწია.


როგორც ჩვენთან საუბარში ცენტრის დირექტორმა ივანე ხაჩიძემ განაცხადა, ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
„ეს იყო ორდღიანი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ყოველ წელიწადს ტარდება. მასში საქართველოს ყველა რეგიონის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, მოწვეულები იყვნენ აზერბაიჯანის და სომხეთის წარმნომადგენლებიც, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო ვერ ჩამოვიდნენ. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. გამარჯვებულები შესაბამისი სიგელებით, მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ.“

ტურნირის შედეგები სხვადასხვა წონით კატეგორიებში შემდეგნაირად გადანაწილდა:

46 კილოგრამი წონითი კატეგორია: პირველი ადგილი ბახბახიშვილი დათო - თელავი; მეორე ადგილი მაზიაშვილი თორნიკე-ახმეტა: მესამე ადგილი ამირხანაშვილი გუგა-თბილისი და ქავთარაშვილი მაგამედი-ახმეტა.

50 კილოგრამი წონითი კატეგორია: პირველი ადგილი შათირიშვილი შაქრო- ახმეტა;მეორე ადგილი ხაჩიაშვილი ნიკა-ახმეტა; მესამე ადგილი მაისურაძე შოთა-ლაგოდეხი და ცინიკაშვილი ლევანი-ახმეტა.

55 კილოგრამი წონითი კატეგორია: პირველი ადგილი ლურსმანაშვილი გიორგი-ქარელი; მეორე ადგილი მუმლაძე აკაკი-თბილისი; მესამე ადგილი ჭიჭიაშვილი მიშა-ახმეტა და თაბუკაშვილი ამიკო-თბილისი.

60 კილოგრამი წონითი კატეგორია: პირველი ადგილი ლობჟანიძე ალექსანდრე-ლაგოდეხი; მეორე ადგილი ღორაშვილი გიორგი-ყვარელი;
მესამე ადგილი გათაშვილი მიხეილი-ქარელი და მიქელაშვილი ვასო-თელავი.

66 კილოგრამი წონითი კატეგორია: პირველი ადგილი იმერლიშვილი გიორგი- ქარელი; მეორე ადგილი ლობჟანიძე ლუკა-ლაგოდეხი; მესამე ადგილი ლობჟანიძე ალექსანდრე-ლაგოდეხი და შამუგია რომა-თბილისი.

73 კილოგრამი წონითი კატეგორია: პირველი ადგილი ბაიაძე გოგა-ქარელი; მეორე ადგილი ივანაშვილი გიორგი-ქარელი; მესამე ადგილი რთველაძე გიორგი-ლაგოდეხი და ლომიძე საბა-ახმეტა.

81 კილოგრამი წონითი კატეგორია: პირველი ადგილი ჩაგელიშვილი გიორგი-ქარელი; მეორე ადგილი თუშიშვილი ზურა-ყვარელი;
მესამე ადგილი ქევხიშვილი ნოდარი-თელავი და ქავთარაშვილი დათო-ახმეტა.

81+ კილოგრამი წონითი კატეგორია: პირველი ადგილი ხარაზიშვილი ნიკა-ქარელი; მეორე ადგილი ქევხიშვილი მერაბი-თელავი; მესამე ადგილი ჟულაკიშვილი გიორგი-ლაგოდეხი და ქავთარაძე ლაშა-ყვარელი.



| Print |
FaceBook Twitter Google