სპორტი
ქართველმა მოჭიდავეებმა ბუქარესტში 10 მედალი და გუნდური პირველი ადგილი აიღეს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

შეჯიბრში სულ 26 ქვეყანა მონაწილეობდა. ტურნირზე მედლები 10 წონით კატეგორიაში გათამაშდა. ჭაბუკთა ნაკრებმა ყველა კატეგორიაში თითო მედლის მოპოვება შეძლო.ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: 42 კგ წონით კატეგორიაში - გიორგი ჭოლაძე; 50 კგ. წონით კატეგორიაში- დიმიტრი სალდაძე; 76 კგ. წონით კატეგორიაში - ლაშა ბაირამოვი ; 85 კგ. წონით კატეგორიაში -დავით ქოჩქიანი.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს: 69 კგ წონით კატეგორიაში - გიორგი მუზაშვილმა; 54 კგ წონით კატეგორიაში -ვლადიმერ გამყრელიძემ და 63 კგ წონით კატეგორიაში -გიორგი ელბაქიძემ. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: 46 კგ წონით კატეგორიაში - გიორგი გეგელაშვილმა; 54 კგ წონით კატეგორიაში - ავთანდილ გოდელაშვილმა და 100 კგ წონით კატეგორიაში -ჭაბუკი გამყრელიძემ.


| Print |
FaceBook Twitter Google