სპორტი
დიდების მემორიალზე ფეხბურთის ტრანსლაცია გაიმართება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, 3 ივნისს დიდების მემორიალზე ფეხბურთის მატჩის ტრანსლაცია გაიმართება.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, 22:00 საათზე ღია ცის ქვეშ მოეწყობა ტურინის „იუვენტუსისა“ და მადრიდის „რეალის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალური თამაშის ჩვენება. მათივე თქმით, მნიშვნელოვანი ფინალური თამაშების ტრანსლაცია მომავალშიც იგეგმება.

| Print |
FaceBook Twitter Google