სპორტი
ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოეს
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში ტურნირში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოეს.

როგორც კლუბის მენეჯერმა გია ქიტესაშვილმა აღნიშნა, შეჯიბრი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„გაიმართა ჭადრაკის კლუბის პირველობა, რომელიც წრიული სისტემით ჩავატარეთ და გამარჯვებულებიც გამოვავლინეთ. სულ ექვსი გამარჯვებული გვყავს, სამი გოგო და სამი ბიჭი. ვფიქრობთ, მომავალში უფრო მეტ შედეგს ვაჩვენებთ და საქართველოს პირველობაზეც გავემგზავრებით.“

გამარჯვებულებს სიგელები გურჯაანის გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე ყვირალაშვილმა გადასცა.
„შეჯიბრში დაახლოებით 50 ბავშვი მონაწილეობდა. დღეს იყო დასკვნითი ტური. ჩვენი მხრიდან ნორჩ მოჭადრაკეებს ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ, რომ სპორტის ამ სახეობას ეზიარონ.“

ბიჭებში პირველ ადგილზე გავიდა გიგი ჩოკოშვილი, მეორეზე - დავით ცინცაძე, ხოლო მესამეზე - საბა სიბაშვილი.
გოგონებში პირველი ადგილი დაიკავა - ვიკა ქაჩლიშვილმა, მეორე - ნანა ფროდიაშვილმა და მესამე - ია ქიტოშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google