სპორტი
თელაველი ლაშა გიგაური ბილიარდში საქართველოს ჩემპიონი გახდა
თელავში, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირში სპორტსმენები  სხვადასხვა რეგიონებიდან მონაწილეობდნენ, საქართველოს ჩემპიონი კი თელაველი ლაშა გიგაური გახდა. სპორტულ კლუბთა გაერთიანების დირექტორმა გუგა გურაბანიძემ მას ფულადი ჯილდო გადასცა.

ტურნირის პირველი ოთხი ადგილის მფლობელი, მონაწილეობას ბათუმში გამართულ ბილიარდის საერთაშორისო ჩემპიონატში მიიღებს.

| Print |
FaceBook Twitter Google