სპორტი
ქართველმა მოჭადრაკეებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, რომელიც უკვე მეექვსედ ჩატარდა ბრინჯაოს მედლები აიღეს.

მათ 9 მატჩში 12 ქულა დააგროვეს და ინდოეთსა და უკრაინასთან ერთად III-V ადგილები გაინაწილეს. დასკვნით, IX ტურში ქართველებმა აშშ-ს ნაკრები დაამარცხეს 3:1. გუნდს გამარჯვების ქულა: სალომე მელიამ და ნინო ბაციაშვილმა მოუტანა, ხოლო ნანა ძაგნიძემ და ბელა ხოტენაშვილმა შეხვედრები ფრედ დაასრულეს.

ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები ასეთია:

ნანა ძაგნიძე (2533) – 3,5 ქულა (8-დან)
ლელა ჯავახიშვილი (2447) – 3(7)
ბელა ხოტენაშვილი (2452) – 5,5 (8)
ნინო ბაციაშვილი (2469) – 5,5(8)
სალომე მელია (2393) – 4(5).

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1. რუსეთი - 16 ქულა (25,5 საერთო სამატჩო ქულათა ჯამი)
2. ჩინეთი - 13 ქულა;
3. საქართველო - 12 (21,5) ქულა;
4. ინდოეთი - 12 (20) ქულა;
5. უკრაინა - 12 (19,5) ქულა;
6. პოლონეთი - 9 (18,5) ქულა;
7. ა შ შ - 6 (16,6) ქულა;
8. ვიეტნამი - 5 (16) ქულა;
9. აზერბაიჯანი - 5 (15,5) ქულა;
10. ეგვიპტე - 0 (5) ქულა.


| Print |
FaceBook Twitter Google