სპორტი
ველისციხელმა გიორგი ბეროშვილმა ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა
23-25 ივნისს, თბილისში, წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც ირანიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან ჩამოსული ძალოსნები მონაწილეობდნენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მკვიდრმა გიორგი ბეროშვილმა 100 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და 225 კილოგრამი დაძლია. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მან უკვე მეოთხედ მოიპოვა.

ცნობისთვის, გიორგი ბეროშვილი 2016 წლის ოქტომბერში, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google