სპორტი
საპატრულო პოლიციის გუნდმა კორპორატიული თასი მოიპოვა
შსს-ს საპატრულო პოლიციის საფეხბურთო გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების გათამაშების კორპორატიული თასის მფლობელი გახდა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის და „ევროპაბეთის“ საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე ხვადაგიანი და
დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შსს-ს სპორტსმენებმა ფინალურ შეხვედრაში „ევროპაბეთის“ გუნდი 5:2 ანგარიშით დაამარცხეს.ოქროს ლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა, შსს-ს საპატრულო პოლიციის გუნდმა გათამაშების კორპორატიული თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პოლიციის კაპიტანი, ირაკლი ქარჩავა დასახელდა. ნომინანტები და გამარჯვებული გუნდი შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა დააჯილდოვა.

| Print |
FaceBook Twitter Google