სპორტი
ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 12 მედალი აიღო
სარაევოში გამართულ ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მე-4 გუნდური ადგილი დაიკავა.
კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შედეგი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო და 1 გუნდური ადგილი. აღსანიშნავია, მარიამ კარელიძის (40 კგ. წონითი კატეგორია) ბრინჯაოს მედალი, რადგან ამ დრომდე მოჭიდავეებს გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატზე მედალი არ ქონიათ.


შედეგები ასეთია: თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
გიორგი გეგელაშვილი (46 კგ) - ოქრო
გიორგი ჭოლაძე (42 კგ) - ოქრო
ვლადიმერ გამყრელიძე (54 კგ) - ვერცხლი
თორნიკე ქათამაძე (58 კგ) - ბრინჯაო

მე-4 გუნდური ადგილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
ბექა გურული (54 კგ) - ოქრო
გიორგი შოთაძე (58 კგ) - ოქრო
გიორგი ცოფურაშვილი (76 კგ) - ვერცხლი
აკაკი ოსიაშვილი (50 კგ) - ბრინჯაო
ოთარ აბულაძე (63 კგ) - ბრინჯაო
დავით სოლოღაშვილი (69 კგ) - ბრინჯაო

პირველი გუნდური ადგილი:
მარიამ კარელიძე (40 კგ) - ბრინჯაო

| Print |
FaceBook Twitter Google