სპორტი
დედოფლისწყაროში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
დედოფლისწყაროში საერთაშორისო ტურნირი სახელწოდებით ,,რინგის რაინდები“ გაიმართა. რომლის ორგანიზატორი და მხარდამჭერი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა და სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი იყო.

შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ ტიტულოვანი სპორტსმენები სამი ქვეყნიდან - საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან. ორთაბრძოლები გაიმართა 25, 30,48,51,54, 57,60, 67,71, 81 წონით კატეგორიებში, აქედან 10 შეჯიბრი დამთავრდა დედოფლისწყაროელ კიკბოქსინგელთა გუნდი ,,ჩემპიონის“ გამარჯვებით. ღონისძიებას სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჯორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
| Print |
FaceBook Twitter Google