სპორტი
ქართველმა პოლიციელმა 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტსმენთა გუნდმა აშშ-ში გამართულ „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში, 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი აიღეს.


ლევან გილიგაშვილმა 83 კგ წონით კატეგორიაში 190-კილოგრამიანი შტანგა ასწია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე, ოქროსმედალოსანი გახდა ვასილ მინდორაშვილი (105 კგ), რომელმაც 185-კილოგრამიანი შტანგა დასძლია. კობა კობახიძემ (105 კგ) კი 170 კილოგრამიანი შტანგა ასწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მოცურავე გიორგი სამარღანიშვილი, გულაღმა სტილით ცურვაში, ფინიშის ხაზთან პირველი მივიდა და ოქროს მედალი აიღო.
ქართველმა პოლიციელმა-მოკრივემ, ედუარდ იმერლიშვილმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / მედლები /