სპორტი
მეორე საჯარო სკოლის გუნდი სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულია
გურჯაანში, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში, საჯარო სკოლების გუნდებს შორის მინი ფეხბურთში ფინალური თამაში გაიმართა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის ეთერ ჯადუგიშვილის თქმით, შეხვედრაში მონაწილეობა ზონალურ თამაშში გამარჯვებულმა ოთხმა გუნდმა მიიღო. ესენია: ვეჯინის, კაჭრეთის, ველისციხისა და ქალაქ გურჯაანის #2 საჯარო სკოლის გუნდები.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, რომელიც სხვადასხვა სახეობებში იმართება. ამჯერად, შეჯიბრი მინი ფეხბურთში ჩატარდა და მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა საჯარო სკოლა იღებდა. ფინალში გავიდა გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდი, რომელიც შემდეგში უკვე რეგიონალურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.“

თუკი გუნდი შემდეგ ეტაპზეც გაიმარჯვებს, საქართველოს პირველობაზე იასპარეზებს.

| Print |
FaceBook Twitter Google