სპორტი
გურჯაანის "ბეკო" სამოყვარულო ლიგის კახეთის ზონის ჩემპიონია
მოყვარულთა ლიგის კახეთის ზონის გათამაშებაში,  ჩემპიონის ტიტული გურჯაანის "ბეკომ" მოიპოვა. მან თელავის "კურდღელაურს“ 2:0 სძლია.
გამარჯვებული გუნდი თასით დაჯილდოვდა.

-"ჯერ რაიონის მასშტაბით გამართულ შეიჯიბრში მივიღეთ მონაწილეობა და მოვიგეთ, შემდეგ კი რეგიონის. გუნდის კაპიტანი ოთო ვარამიშვილია. ჩვენს გუნდში სულ 25 კაცია და ერთმანეთს ვანაცვლებთ ხოლმე. იმ ფონზე, როდესაც გურჯაანში ფეხბურთი სავალალო მდგომარეობაშია, ჩვენი წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია."-აღნიშნა გურჯაანის "ბეკოს" პრეზიდენტმა ნიკა გეთიაშვილმა.

გურჯაანის "ბეკო" ახლა უკვე აღმოსავლეთ ზონის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, სადაც სულ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.  შემდეგ გამოვლინდება 2 გუნდი, რომელიც დასავლეთ საქართველოს 2 გუნდს შეეჯიბრება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბეკო / ფეხბურთი /