სპორტი
სასკოლო ოლიმპიადაში ახაშნისა და გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლებმა გაიმარჯვეს
გუშინ გურჯაანის სპორტკომპლექსში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა ტურნირი კალათბურთში.

გოგონებს შორის ტურნირის გამარჯვებული გახდა სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის გუნდი, ხოლო ვაჟებს შორის - მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი.
„გოგონებში მხოლოდ ორი გუნდი მონაწილეობდა ჩუმლაყისა და ახაშნის, ხოლო ბიჭებში: ჩუმლაყის, ახაშნის, სოფელ გურჯაანის, ჯიმითის , ვაზისუბნის, ველისციხის, გურჯაანის პირველი და მეოთხე საჯარო სკოლის გუნდები. ვაჟებს შორის ფინალური მატჩი გაიმართა გურჯაანის პირველი და მეოთხე საჯარო სკოლის გუნდებს შორის, “ - გვითხრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა იზა თერგიაშვილმა.

მისივე თქმით, გამარჯვებულები გაზაფხულზე რეგიონულ ტურნირში იასპარეზებენ, რომელიც თელავში ან ყვარელში ჩატარდება.
ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.



| Print |
FaceBook Twitter Google