სპორტი
შესაძლოა ცურვაში საქართველოს პირველობა გურჯაანში გაიმართოს
გურჯაანის სპორტკომპლექსში ცურვის სპორტული ჯგუფი გაიხსნა.

როგორც speqtri.ge-ს დირექტორმა არჩილ გოგიაშვილმა განუცხადა, თბილისიდან მოწვეული კვალიფიციური ტრენერი შვიდიდან თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებს ავარჯიშებს ცურვის ოთხ სახეობაში: ბატერფლაი, ბრასი, კროლსი და დელფინი.
„ჯგუფში 30- 35 ბავშვია, რომელიც კვალიფიციურმა ტრენერნა შეარჩია. მარტისთვის ჩვენს სპორტკომპლექსში სპორტის ამ სახეობებში იგეგმება შეჯიბრი საქართველოს პირველობაში. ამაზე ჯერჯერობით, ცურვის ფედერაციასთან მიდის მოლაპარაკება. დეკემბრის თვეში ჩამოვლენ სპეციალისტები და შეამოწმებენ, რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტებს საცურაო აუზი. სხვათა შორის, ეს იქნება ისტორიული მომენტი, რომ გურჯაანელები მოცურავეები საქართველოს პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას. “

მისივე თქმით, ცურვის ფედერაციის პასუხი იანვარში გახდება ცნობილი.
| Print |
FaceBook Twitter Google