სპორტი
ნოდარ ზავრაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში
გურჯაანის რევაზ მინდორაშვილის სახელობის საჭიდაო დარბაზში თავისუფალ ჭიდაობაში რეგიონული ტურნირი გაიმართა, რომელიც გურჯაანის სპორტული სკოლის ყოფილი მწვრთნელის ნოდარ ზავრაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

როგორც ჩვენთან საუბარში ჭიდაობის კლუბის მენეჯერმა თემურ მინდორაშვილმა განაცხადა, ტურნირში ხუთი მუნიციპალიტეტის: დედოფლისწყაროს, ყვარლის, ახმეტის, საგარეჯოსა და გურჯაანის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
„შეჯიბრება, თავისუფალ ჭიდაობაში არსებული წესების მიხედვით მიმდინარეობდა. ასპარეზობა გაიმართა თერთმეტ წონით კატეგორიაში. ჩემპიონებსა და პრიზიორებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ მედლები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. სპორტული ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.“

წონითი კატეგორიების მიხედვით ჩემპიონები გახდნენ:
23 კგ.წონით კატეგორიაში- დაჩი კობახიძე (ყვარელი)
26 კგ. წონით კატეგორიაში- უჩა პეტრიაშვილი ( გურჯაანი)
29 კგ. წონით კატეგორიაში- ნიკა საგინაშვილი (საგარეჯო)
32 კგ.წონით კატეგორიაში - ლუკა ქისტაური (დედოფლისწყარო)
35 კგ.წონით კატეგორიაში - თორნიკე ასაბაშვილი (საგარეჯო)
38 კგ.წონით კატეგორიაში - თორნიკე მოსულიშვილი ( გურჯაანი)
42 კგ.წონით კატეგორიაში - ნიკა აჩელაშვილი ( დედოფლისწყარო)
47 კგ. წონით კატეგორიაში - გიორგი საგინაშვილი ( საგარეჯო)
52 კგ.წონით კატეგორიაში- თორნიკე თულაშვილი ( საგარეჯო)
57 კგ. წონით კატეგორიაში - გიგა ქურხული ( საგარეჯო)
66 კგ.წონით კატეგორიაში - დავით კუჭუაშვილი ( საგარეჯო)
მძიმე წონა - შალვა ტეტელოშვილი (გურჯაანი)





| Print |
FaceBook Twitter Google