სპორტი
საგარეჯოელი ძიუდოისტების გამარჯვება საერთაშორისო ტურნირზე
რუსეთში ქალაქ სოსნოვი ბორში ჭაბუკთა შორის მიმდინარე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე, საგარეჯოელმა სპორტსმენებმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ტურნირში საქართველოსთან ერთად მონაწილეობას რუსეთის, იაპონიის, საბერძნეთის და ბელორუსიის გუნდები იღებდნენ.
საგარეჯოელმა ძიუდოსტება ჯამში 7 მედალი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო აიღეს.
მედლები ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი (ოქროს მედალი) – დავით კევლიშვილი.
მეორე ადგილი (ვერცხლის მედალი) – ნიკოლოზ თათრიშვილი.
მესამე ადგილი (ბრინჯაოს მედალი) – გიგი ხოსიტაშვილი, თენგო ზირაქაშვილი, მახარე გულბანი, გიორგი დურიშვილი, ნიკოლოზ თათრიშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google