სპორტი
გურჯაანელმა ქეთი გოგიაშვილმა ღია პირველობაზე ცურვაში მეორე ადგილი დაიკავა [Video]
24 დეკემბერს თბილისში გამართულ თბილისის მერიის თასის ღია პირველობაზე, გურჯაანელი 12 წლის ქეთი გოგიაშვილი მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

სპორტკომპლექსის დირექტორის არჩილ გოგიაშვილის თქმით, ქეთი საცურაო აუზის სპორტულ ჯგუფში მეოთხე თვეა, რაც ვარჯიშობს და ეს მისთვის პირველი შეჯიბრი იყო.
„შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა სპორტული სკოლებიდან 10-დან 12 წლამდე ასაკის მოცურავეებმა მიიღეს მონაწილეობა. კახეთიდან საქართველოს ისტორიაში პირველად გამოვიდა მონაწილე გურჯაანის სახელით. ის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, 50 მეტრზე ცურვაში, მეორე მივიდა დანიშნულების ადგილზე. ასეთ წარმატებას ახალი ტრენერის გიორგი ჯეჯელავას მეშვეობით მივაღწიეთ. მონაწილეობისთვის სპორტსმენები ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეარჩიეს.“

არჩილ გოგიაშვილის თქმით, მომავალში ქეთის გარდა საქართველოს პირველობაზე კიდევ რამდენიმე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.




| Print |
FaceBook Twitter Google