სპორტი
გურჯაანი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობას უმასპინძლებს
გურჯაანის სპორტკომპლექსში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართება.


როგორც ჩვენთან საუბარში სპორტკომპლექსის დირექტორმა არჩილ გოგიაშვილმა განაცხადა, შეჯიბრი ათ წონით კატეგორიაში ჩატარდება.
„მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 350 სპორტსმენი. 16 თებერვალს ისინი ჩამოვლენ გურჯაანში და ჩატარდება აწონვები. 17-ში დილით დაიწყება შეჯიბრი, ხოლო 2 საათზე იქნება გახსნა. დიდი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. გვეყოლება ბევრი სტუმარი: ფედერაციის პრეზიდენტი, გუბერნატორი, მერიის წარმომადგენლები და სხვა. ასეთი ჩემპიონატი გურჯაანში მეორედ იმართება.“
მისივე თქმით, გამარჯვებულებს შესაბამისი მედლებითა და პრიზებით ფედერაცია დააჯილდოებს.

| Print |
FaceBook Twitter Google