სპორტი
მკლავჭიდის ჩემპიონატზე გურჯაანელმა სპორტსმენებმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს
რამდენიმე დღის წინ, თბილისში, მკლავჭიდში, საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა გურჯაანელმა სპორტსმენებმაც მიიღეს.

როგორც ჩვენთან საუბარში მწვრთნელმა ზვიად შანყულაშვილმა აღნიშნა, შეჯიბრიდან ოთხი ოქროს მედლით დაბრუნდნენ.
„ჩვენიდან 10 ბიჭი მონაწილეობდა და აქედან ოთხმა ოქროს მედალი აიღო, გვყავს პრიზიორებიც. 18 წლამდე ასაკში პირველ ადგილზე გავიდა ნოდარ ქევხიშვილი- მუკუზნიდან, 21 წლამდე ასაკში ვასო იმერლიშვილი-ჭანდრიდან და ლევან საკაშვილი- ახაშნიდან, რაც შეეხება უფროსებს, აქ მრავალგზის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი ვეჯინელი ალექსანდრე ზავრაშვილი გავიდა. სპორტსმენები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ ჩამოსული. ამ შეჯიბრში გამარჯვებულები ევროპაზე გასასვლელად იღებენ უფლებას. “
მისივე თქმით, გამარჯვებულები მაისში ევროპის ჩემპიონატზე ბულგარეთში წავლენ, ხოლო ივნისში მსოფლიო თასზე - თურქეთში.






| Print |
FaceBook Twitter Google