სპორტი
ჩუმლაყის გოგონების გუნდი ბადბინტონის რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებულია
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ბადმინტონში კახეთის პირველობა დასრულდა.

შეჯიბრი ჩუმლაყში ჩატარდა და დასკვნით ეტაპზე მხოლოდ ჩუმლაყისა და თელავის სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
„ შეჯიბრი ჩუმლაყის საჯარო სკოლაში გაიმართა. მონაწილეობა ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდმა ,,ორბმა“ და თელავის მეხუთე და მეცხრე საჯარო სკოლების სპორტულმა გუნდებმა მიიღეს . რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებული გოგონებს შორის ჩუმლაყის ,,ორბი“ , ხოლო ბიჭებს შორის თელავის მეცხრე სკოლა გახდა“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურჯაანის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ეთერ ჯადუგიშვილმა.



| Print |
FaceBook Twitter Google