სპორტი
მანაველი გიორგი ბორაშვილი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
საგარეჯოში, კიკბოქსინგში,  საერთაშორისო ტურნირი "ევრაზიის ფესტივალი“, K1 კიკბოქსინგის და MMA-ის ვერსიით ჩატარდა. ტურნირში 8 ქვეყნის ასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის მკვიდრმა გიორგი ბორაშვილმა 63 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და გამარჯვებაც მიპოვა.

-"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს სპორტის პოპულარიზაციას და განვითარებას, რადგან სპორტი - ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას."-აღნიშნა საგარეჯოს მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google