სპორტი
კალათბურთის რეგიონულ ტურნირში თელავის და მატნის გუნდებმა გაიმარჯვეს
თელავში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კალათბურთის რეგიონული ტურნირი დასრულდა.

შეჯიბრი სპორტკომპლექსში ჩატარდა და მასში კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის სპორტულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.  ტურნირში ბიჭებს შორის გამარჯვებული თელავის პირველი სკოლის გუნდი გახდა , რომლებმაც ფინალში ლაგოდეხის პირველი საჯარო სკოლა 13:4 დაამარცხა. რაც შეეხება გოგონებს, აქ გამარჯვებული ახმეტის რაიონის სოფელ მატნის პირველი საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გახდა. მათ დედოფლისწყაროს პირველი სკოლის გუნდს 21:0 მოუგეს. გამარჯვებულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.

| Print |
FaceBook Twitter Google