სპორტი
თელაველი სპორტსმენების წარმატება ტაეკვონდოს რეგიონულ ჩემპიონატზე
პირველ აპრილს, თელავის ჭიდაობის დარბაზში, ტაეკვონდოში რეგიონული ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობას კახეთის, მცხეთისა და ოზურგეთის სპორტსმენები იღებდნენ.

თელავის გუნდის წარმომადგენლებმა, კახეთის ჩემპიონობა, მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს.ინსტრუქტორის ვანო ათამაშვილის თქმით, კლუბი ორი წელია არსებობს და უკვე ბევრ წარმატებას მიაღწიეს.
„კლუბში ორი ჯგუფია: ტაეკვონდოსა და კიკბოქსინგის. ტაეკვონდოში ორგზის საქართველოს ჩემპიონები ვართ. ახლაც გვასახელეს ჩვენმა ბავშვებმა , ზოგმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა,ზოგმა კი მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილა. სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს, წინ კიკბოქსინგის ჩემპიონატი გველოდება.“

კახეთის ჩემპიონები გახდნენ:
1.ოთო აბრამიშვილი.
2.გიგა კახაშვილი.
3.ლევან ნახუცრიშვილი.
4.მიხო ბეჟუაშვილი.
5.შორენა ვაჭრიძე .
6.მარიამ შაშიაშვილი .

მეორე ადგილი:
1.ვაჟა მჭედლიშვილი
2.გიორგი ლომაშვილი
3.თაზო ბაღათრიშვილი
10.ზაქრო გალახვარიძე

მესამე ადგილი :
11.გიორგი კბილაშვილი.
12.ლევან ნაცვლიშვილი .

| Print |
FaceBook Twitter Google