სპორტი
ქართველ მოკრივეთა ისტორიული შედეგი ევროპირველობაზე
საქართველოს მოკრივეთა 22 - წლამდე ნაკრებმა, რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპირველობაზე სულ 8 ქართველი მოკრივე გამოვიდა და აქედან 4-მა მედალი მოიპოვა. უწყების ინფორმაციით, მსგავსი შედეგი ქართული კრივის ისტორიაში არ ყოფილა. ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული (64 კგ წონით კატეგორიაში ) ლაშა გურული გახდა, მან თურქ ტურგულხან ერდერიმს სძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ვერცხლის მედლები მოიპოვეს - სახილ ალახვერდოვმა (49 კგ, წონითი კატეგორია) და გიორგი ხარაბაძემ (75 კგ. წონითი კატეგორია). რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს (60კგ. წონით კატეგორიაში) ოთარ ნავერიანმა აიღო.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კრივი / სპორტი /