სპორტი
სიღნაღელი მოჭადრაკე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
ქალაქ ბათუმში, საჭადრაკო კლუბ "ნონას“ ორგანიზებით, სენიორ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო ტურნირი - "გურამ ჭანტურიას თასი-2018“ ჩატარდა. საერთაშორისო ტურნირი წრიული სისტემით, შვიდ ტურად გაიმართა. პირველი ადგილი სიღნაღელმა, საქართველოს ჩემპიონმა, მწრთვნელმა ივანე სიფრაშვილმა დაიკავა.

ის გურამ ჭანტურიას თასით, ოქროს მედლით, დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდა. ივანე სიფრაშვილი 2018 წლის ნოემბერში სლოვაკეთში მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.


| Print |
FaceBook Twitter Google