სპორტი
გურჯაანის საჯარო სკოლებს შორის ფრენბურთის ზონალური ტურნირი დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობებში ზონალური ტურნირები დაიწყო.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ეთუნა ჯადუგიშვილმა აღნიშნა, შეჯიბრი ფრენბურთში გაიმართა და მომავალში კიდევ სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩატარდება.
„დავიწყეთ ფრენბურთით. ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ სპორტულ აქტივობებში. ეს იყო ზონალური ტურნირი, რომელიც ჩატარდა კაჭრეთის, ჭანდრის და ვაზისუბნის საჯარო სკოლებში. გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები როგორც ბიჭებში, ისე გოგონებში. 15 აპრილს ჩატარდება ჩუმლაყის საჯარო სკოლაშიც. გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს 30 აპრილს დაუპირისპირდებიან.“

მისივე თქმით, სასკოლო სპორტული ზონალური ტურნირები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება.




| Print |
FaceBook Twitter Google