სპორტი
გურჯაანი ცურვაში საქართველოს პირველობას უმასპინძლებს
29 აპრილს გურჯაანის სპორტკომპლექსში ცურვის ოთხ სახეობაში საქართველოს პირველობა ჩატარდება.

როგორც ჩვენთნ საუბარში სპორტკომპლექსის დირექტორმა არჩილ გოგიაშვილმა განაცხადა, შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 12 წლამდე ასაკის 150 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
„ იქნება გუნდური და ინდივიდუალური შეჯიბრი. გამარჯვებულები ოთხივე სახეობაში გამოვლინდებიან. გურჯაანიდან შვიდი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი ათ საათზე სინქრონული ცურვით გაიხსნება, მერე იქნება მოთელვა და პირველ საათზე დაიწყება შეჯიბრი. გამარჯვებულები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდებიან.“

მისივე თქმით თქმით, ცურვაში საქართველოს პირველობა კახეთში პირველად იმართება.


| Print |
FaceBook Twitter Google