სპორტი
გურჯაანელმა სპორტსმენებმა კიკბოქსინგში 5 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
საგარეჯოში გამართულ კიკ-ბოქსინგის მაღალი ლიგის საერთაშორისო ტურნირზე, გურჯაანელმა სპორტსმენებმა ხუთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი აიღეს.

შეჯიბრში მონაწილეობას მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილიც იღებდა. მან 75 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა, პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის და ქამრის მფლობელი გახდა.
„ მონაწილეობა შვიდმა სპორტსმენმა მივიღეთ. ბრძოლა წარმატებით დასრულდა და საბოლოოდ გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს პირველ რიგში წინსვლა, სახელი და კარიერაა. მომავალშიც აქტიურად ვაპირებთ სხვადასხვა სახის შეჯიბრებში მონაწილეობის მიღებას. მაისში გვიწევს ღია რინგი, მერე ევროპის ჩემპიონატი და ა.შ. “- აღნიშნა გიორგი ელიკაშვილმა.

პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ: 75 კგ. წონით კატეგორიაში - ლაშა ფრიდონაშვილი; 50 კგ წონით კატეგორიაში- ნიკა სამხარაძე; 30 კგ წონით კატეგორიაში - ნიკა უტიაშვილი; 25 კგ. წონით კატეგორიაში- გიორგი ქიტოშვილი. მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა 25 კგ. წონით კატეგორიაში- ნიკა ყალაბეგაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google