სპორტი
მინი ფეხბურთში ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა
გურჯაანის მინი სტადიონზე სასკოლო სპარტაკიადის ფარგლებში, მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის ეთუნა ჯადუგიშვილის თქმით, გამარჯვება ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
„გამარჯვებულებს მერიის მიერ დაწესებული თასი, მედლები და დიპლომები გადაეცათ. მეორე ადგილზე სოფელ ვაჩნაძიანის, მესამეზე კი ქ.გურჯაანის პირველისაჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ. სამივე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადაეცათ.“

მისივე თქმით, სასკოლო სპარტაკიადა კიდევ ხუთ სახეობაში: კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონში გაიმართება. ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
| Print |
FaceBook Twitter Google