სპორტი
მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ბექა ბიწკინაშვილი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა
ლაგოდეხში საქართველოს ჩემპიონის ძიუდოში ჟორა ნავაძის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირზე, გურჯაანელმა ძიუდოისტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
როგორც ჩვენთან საუბარში მსაჯმა გელა დალაქიშვილმა განაცხადა, ტურნირიდან სამი ბრინჯაო და ერთი ოქროს მედალი წამოიღეს.
„სულ ხუთი სპორტსმენი გვყავდა. ავიღეთ სამი მესამე ადგილი. 27 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ახაშნელმა ლუკა ტატიაშვილმა, 30 კგ.წონით კატეგორიაში- ჩუმლაყელმა გიგი კეკვიაშვილმა და 34 კგ. წონით კატეგორიაში- ასევე, ჩუმლაყელმა რატი ტურაშვილმა. ჩემპიონი გახდა მძიმე წონით კატეგორიაში გურჯაანელი მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ბექა ბიწკინაშვილი. ბექა წელიწადნახევარია ვარჯიშობს. ჩემპიონი პირველად გახდა. მანამდე რამდენჯერმე ბრინჯაოს პრიზიორი იყო.“
გელა დალაქიშვილის თქმით, ჩემპიონს თასი, ოქროს მედალი და დიპლომი გადაეცა. ხოლო მესამე ადგილზე გასულებს შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები.







| Print |
FaceBook Twitter Google