სპორტი
ერთი ოქრო და ოთხი ვერცხლი - გურჯაანელი კიკბოქსინგელების მორიგი წარმატება
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის საქართველოს ჩემპიონატზე, გურჯაანელმა სპორტსმენებმა ერთი პირველი და ოთხი მეორე ადგილი აიღეს. მწვრთნელის, გიორგი ელიკაშვილის თქმით, ჩემპიონატზე გურჯაანიდან სულ ხუთი სპორტსმენი მონაწილეობდა.
„ხუთიდან ოთხმა მეორე ადგილი აიღო, ერთი კი საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამის შემდეგ კიდევ გვაქვს გასვლა: ქობულეთში, ზუგდიდსა და თბილისში. ვინც გაიმარჯვებს, მათ ნაკრებში აიყვანენ. პირველი ადგილი 25 კგ. წონით კატეგორიაში აიღო ნიკოლოზ ყალაბეგაშვილმა; მეორე ადგილზე გავიდნენ: 50 კგ. წონით კატეგორიაში- ნიკა სამხარაძე; 75 კგ. წონით კატეგორიაში - ლაშა ფრიდონიშვილი; 25 კგ. წონით კატეგორიაში- გიორგი ქიტოშვილი; 30 კგ. წონით კატეგორიაში - ნიკა ოტიაშვილი. ნიკოლოზი ორი თვეა, რაც ჩვენთან ვარჯიშობს. ამ ხნის განმავლობაში უკვე ორი ბრძოლა ჩაატარა, პირველ შეხვედრაზე მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მეორე ასპარეზობაზე გამარჯვებული გახდა.“
მიღწეულით კმაყოფილია თავად ნიკოლოზ ყალაბეგაშვილი.
„ამ ჯგუფში ჩემი სურვილით მოვედი, რადგან ეს სპორტი ძალიან მიყვარს. მინდა მომავალში კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწიო,“-აღნიშნა მან.
მწვრთნელის თქმით, გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.




| Print |
FaceBook Twitter Google