სპორტი
გურჯაანის "ალაზანი" პირველ ადგილს ინარჩუნებს
გურჯაანის "ალაზანი“ საკუთარ მოედანზე „ცხინვალის“ გუნდს დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა. ამით "ალაზანმა" პირველი ადგილი შეინარჩუნა.
-"ვეთამაშეთ "ცხვინვალი 2"-ს. ჩვენ ვიყავით პირველ, ხოლო ისინი მესამე ადგილზე. "ცხინვალს" პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდი ჰყავს და უფლება ჰქონდა იქიდან დაემატებინათ შვიდი ფეხბურთელი.  წინა თამაშიდან ჩვენი კაპიტანი და ერთი მოქმედი  ფეხბურთელი გააძევეს. შესუსტებული ძალით ვტამაშობდით, მაგრამ იმდენად მონდომენულები იყვნენ, არ დაუთმეს არაფერი. 18 ქულით გავიმყარეთ პირველი პოზიცია."-აღნიშნა speqtri.ge-სთან "ალაზნის" მწვრთნელმა ოთარ ვარამაშვილმა.

"ალაზნი" 12 ივნისს თბილისის "გიფას" შეხვდება, რის შემდეგაც პირველი წრე დასრულდება. მეორე წრის თამაშები სექტემბრიდან განახლდება.
| Print |
FaceBook Twitter Google