სპორტი
გურჯაანელი მოსწავლეები სპრინტში რეგიონალური ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ
პროექტის „სპორტი ბარიერების გარეშე“, სპრინტში 60 მეტრ დისტანციაზე რეგიონალური ტურნირის გამარჯვებულები გურჯაანელი მოსწავლეები გახდნენ.
ბიჭებს შორის გამარჯვება ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ქართლელიშვილს ხვდა წილად, ხოლო ხოლო გოგონებში
ქალაქ გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს ქეთევან მოდებაძეს.

„მჯეროდა გამარჯვების და ასეც მოხდა. ძალიან გახარებული ვარ. გურჯაანიდან მე და ქეთი ვიყავით წასული. ადრე 800 მეტრიან დისტანციაზე იყო შეჯიბრი იქაც მივიღე მონაწილეობა. გურჯაანში გავიმარჯვე, ხოლო ყვარელში დავმარცხდი. მომავალში თუ მსგავსი ტურნირი გაიმართება, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.“
გამარჯვებულებს სპეციალური მედლები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, ასევე საჩუქრად მიიღეს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის საგზური. პროექტს „სპორტი ბარიერების გარეშე“ სსიპ ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორცილებს.




 

 

| Print |
FaceBook Twitter Google