სპორტი
გურჯაანელმა ნინო მამუკაშვილმა აჭარის ღია პირველობაზე ცურვაში მესამე ადგილი დაიკავა
აჭარაში ცურვის ოთხ სახეობაში ბატერფლაი, ბრასი, კროლსი და დელფინი, აჭარის ღია პირველობა ჩატარდა. ტურნირში გურჯაანელმა მოცურავეებმაც მიიღეს მონაწილეობა. როგორც ჩვენთან საუბარში სპორტკომპლექსის დირექტორმა არჩილ გოგიაშვილმა განაცხადა, შეჯიბი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც დაახლოებით 200-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.
„ეს იყო აჭარის ღია პირველობა, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ სპორტსმენები ჩამოსულები. გურჯაანიდან შვიდი ბავშვი წავიყვანეთ. შეჯიბრი გაიმართა ცურვის ოთხ სახეობაში. შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებში კროლით ცურვაში 50 მეტრზე, შვიდი წლის ნინო მამუკაშვილი მესამე ადგილზე გავიდა. კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით. დანარჩენებმაც კარგად იასპარეზეს, ათეულში თითქმის ყველა მათგანი მოხვდა. კახეთიდან მარტო ჩვენ ვიყავით. ნინო ხუთი თვეა, რაც ვარჯიშობს. შეჯიბრებებზე მანამდეც გადიოდა, მაგრამ წარმატებას პირველად მიაღწია. ცურვის ჯგუფმა სპორტული ვარჯიში სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. რასაც მივაღწიეთ, ესეც მწვრთნელის გიორგი ჯეჯელავას დამსახურებაა, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო .“
გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადაეცათ. მომავალში კი თუ გურჯაანის სპორტკომპლექსი სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ამიერკავკასიის პირველობა
აქ ჩატარდება.



Print E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / ცურვა /
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის სპორტკომპლექსში კრივში მუნიციპალიტეტის პირველობა „ღია
რინგი“ გაიმართა.
გურჯაანის სპორტკომპლექსში კრივში მუნიციპალიტეტის პირველობა „ღია რინგი“ გაიმართა.
12:28 / 17.08.2018
ხვალ 11 აგვისტოს სოფელ კალაურში მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის გმირის
ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება.
ხვალ 11 აგვისტოს სოფელ კალაურში მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის გმირის ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება.
16:00 / 10.08.2018
გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე აფხაზეთის ნაკრებსა და
გურჯაანის „ალაზანს“ შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.
გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე აფხაზეთის ნაკრებსა და გურჯაანის „ალაზანს“ შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.
13:43 / 27.07.2018
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პანკისის ხეობაში
ადგილობრივებს რაგბის ბურთები, ფორმები და ინვენტარი ჩაუტანეს.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პანკისის ხეობაში ადგილობრივებს რაგბის ბურთები, ფორმები და ინვენტარი ჩაუტანეს.
12:38 / 09.07.2018
ველისციხელი ძალოსანი გიორგი ბეროშვილი კიდევ ერთი ტურნირის
გამარჯვებულია. ძალისმიერ სამჭიდში გამართულ შავი ზღვის თასის
ჩემპიონატზე, მან 110 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა , 250
კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა.
ველისციხელი ძალოსანი გიორგი ბეროშვილი კიდევ ერთი ტურნირის გამარჯვებულია. ძალისმიერ სამჭიდში გამართულ შავი ზღვის თასის ჩემპიონატზე, მან 110 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა , 250 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა.
18:11 / 04.07.2018
სხვა ამბები
გურჯაანის სპორტკომპლექსში კრივში მუნიციპალიტეტის პირველობა „ღია რინგი“ გაიმართა.
12:28 / 17-08-2018
ხვალ 11 აგვისტოს სოფელ კალაურში მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის გმირის ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება.
16:00 / 10-08-2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი განისაზღვრა.
18:02 / 30-07-2018
გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე აფხაზეთის ნაკრებსა და გურჯაანის „ალაზანს“ შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.
13:43 / 27-07-2018
ქალაქ ყვარელში ე.წ. აღდგომის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. უწყების ინფორმაციით, XVIII-XIX სს-ის ეკლესია დარბაზულია (10,7×6,8 მ) და რიყის ქვით არის ნაგები.
12:41 / 26-07-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2018 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.