სპორტი
გურჯაანელმა ნინო მამუკაშვილმა აჭარის ღია პირველობაზე ცურვაში მესამე ადგილი დაიკავა
აჭარაში ცურვის ოთხ სახეობაში ბატერფლაი, ბრასი, კროლსი და დელფინი, აჭარის ღია პირველობა ჩატარდა. ტურნირში გურჯაანელმა მოცურავეებმაც მიიღეს მონაწილეობა. როგორც ჩვენთან საუბარში სპორტკომპლექსის დირექტორმა არჩილ გოგიაშვილმა განაცხადა, შეჯიბი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც დაახლოებით 200-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.
„ეს იყო აჭარის ღია პირველობა, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ სპორტსმენები ჩამოსულები. გურჯაანიდან შვიდი ბავშვი წავიყვანეთ. შეჯიბრი გაიმართა ცურვის ოთხ სახეობაში. შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებში კროლით ცურვაში 50 მეტრზე, შვიდი წლის ნინო მამუკაშვილი მესამე ადგილზე გავიდა. კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით. დანარჩენებმაც კარგად იასპარეზეს, ათეულში თითქმის ყველა მათგანი მოხვდა. კახეთიდან მარტო ჩვენ ვიყავით. ნინო ხუთი თვეა, რაც ვარჯიშობს. შეჯიბრებებზე მანამდეც გადიოდა, მაგრამ წარმატებას პირველად მიაღწია. ცურვის ჯგუფმა სპორტული ვარჯიში სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. რასაც მივაღწიეთ, ესეც მწვრთნელის გიორგი ჯეჯელავას დამსახურებაა, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო .“
გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადაეცათ. მომავალში კი თუ გურჯაანის სპორტკომპლექსი სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ამიერკავკასიის პირველობა
აქ ჩატარდება.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / ცურვა /