სპორტი
კრივის ჩემპიონატზე გურჯაანელმა ოთარ ჩახვაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა
მსოფლიო ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის თასის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც გორში გაიმართა, გურჯაანელი მოკრივე ოთარ ჩახვაშვილი ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის კლუბის აღსაზრდელმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. მწვრთნელის ოთარ მამულაშვილის თქმით, ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინელი, ბელორუსი, რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები.
„შეჯიბრი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გურჯაანიდან მხოლოდ ოთარი გვყავდა წაყვანილი. ის ფიზიკურად ძლიერია, ნაკრების წევრია. თავის წონით კატეგორიაში მეორე ნომრად ითვლება, ამიტომ ვიცოდი გამარჯვება არ გაუჭირდებოდა. ყველა გუნდს ჰყავდა პირველი ნომრები ჩამოყვანილი. ოთარმა პირველი ბრძოლა ადგილობრივ გორელ მოკრივეს მოუგო, შემდეგი ორი ბრძოლა ჩამოსულ მოკრივეებთან გამართა. ზაფხულში გასვლები აღარ გვაქვს, შეჯიბრები შემოდგომაზე განახლდება.“
ოთარ მამულაშვილის თქმით, გამარჯვებულს მუსიკალური ცენტრი, მედალი, თასი და სიგელი გადასცეს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / კრივი /