სპორტი
პანკისის ხეობაში სპორტული ინვენტარი ჩაიტანეს
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პანკისის ხეობაში ადგილობრივებს რაგბის ბურთები, ფორმები და ინვენტარი ჩაუტანეს. მიხეილ გიორგაძე მატანში, საკობიანოში, დუისიში, ქვემო ხალაწანში, დუმასტურში, ომალოსა და ჯოყოლოში მცხოვრებ ბავშვებს შეხვდა, მათ პროექტის შესახებ ესაუბრა და რაგბში ჩართვისკენ მოუწოდა. უწყების ინფორმაციით, მორაგბეები ახმეტის საფეხბურთო ბაზაზე ივარჯიშებენ. ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სპეციალურ ტრანსპორტს მუნიციპალიტეტი გამოყოფს, პროექტი კი სექტემბრიდან დაიწყება. საწყის ეტაპზე ვარჯიშები კვირაში ორჯერ ჩატარდება, უქმეებზე კი, ოთხივე ასაკობრივი ჯგუფი აღმოსავლეთ საქართველოს ფესტივალებზე ივლის.

საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით, სპორტი ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა, სწორედ ამის ნაწილია ახმეტის მუნიციპალიტეტსა და პანკისის ხეობაში რაგბის აღორძინება, რომელიც სპორტულთან ერთად სოციალური პროექტიცაა.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პანკისი / სპორტი /