სპორტი
გურჯაანის „ალაზანი“ აფხაზეთის ნაკრებს შეხვდა
გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე აფხაზეთის ნაკრებსა და გურჯაანის „ალაზანს“ შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.

სპორტკომპლექსის დირექტორის არჩილ გოგიაშვილის თქმით, თამაშში ვეტერანი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
„ჩამოსულები იყვნენ სოხუმის დინამოს, თბილისის დინამოს და გალის ვეტერანი ფეხბურთელები. თამაშმა სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა, მაყურებელიც ბევრი გვყავდა. ჩვენი გუნდის ფეხბურთელებისთვის დიდი პატივი იყო მათთან თამაში. ანგარიში 2:2 დამთავრდა“

მისივე თქმით, შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google