დღეს გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის
საჭადრაკო კლუბში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა.
„ პირველობა გოგონებს შორის: ელენე პეტრუზაშვილმა მოიპოვა, მეორე
ადგილზე თამარ ზირაქაშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი მარიამ
ოსოშვილმა დაიკავა. რაც შეეხება ბიჭებს, აქ პირველ ადგილზე საბა
უტიაშვილი, მეორეზე - ირაკლი ჯაჯანაშვილი და მესამეზე - გიგი
ჩოკოშვილი გავიდა.“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში მერიის სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა გელა
დალაქიშვილმა.
მისივე თქმით, გამარჯვებულები გურჯაანის მერიამ შესაბამისი ხარისხის
დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვა.
მასალის გამოყენების პირობები