სპორტი
გურჯაანელმა სპორტსმენებმა ხუთი ოქროს მედალი მოიპოვეს
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანელმა სპორტსმენებმა ხუთი ოქროს მედალი აიღეს.

როგორც ჩვენთან საუბარში მწვრთნელმა გიორგი ელიკაშვილმა განაცხადა, შედეგებით კმაყოფილია და მომავალში კიდევ ბევრი წარმატების იმედი აქვს.
„ ტურნირში მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით იღებდნენ. წავიყვანე ჩემი ხუთი მოსწავლე და ყველამ წარმატებით ჩაატარა ორთაბრძოლა. სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველი ადგილები აიღეს: ნიკა უტიაშვილმა - 30 კგ; ლაშა ფრიდონიშვილმა - 75 კგ; გუგა ყალაბეგაშვილმა -40 კგ; ნიკოლოზ ყალაბეგაშვილმა - 26 კგ და ნიკა ჭარაქაშვილი - 36 კგ. უკრაინიდან გვაქვს მოწვევა და იქაც ხუთი მონაწილის წაყვანას ვაპირებ.“

გიორგი ელიკაშვილის თქმით, გამარჯვებულები შესაბამისი დიპლომებით და მედლებით დააჯილდოეს.


| Print |
FaceBook Twitter Google