სპორტი
თელავში ბილიარდის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო ტურნირი ბილიარდში - თავისუფალი პირამიდა -„Telavi Open 2018“ დასრულდა.

ტურნირი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მსოფლიოს 8 ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა,რუსეთი, ბელარუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი, 35 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ფინალში ერთმანეთს ი. აბრამოვი და მ. ცარიოვი დაუპირისპირდნენ, რომელიც მ. ცარიოვის გამარჯვებით დასრულდა. ფულადი ჯილდო (24 000 ლარი) 8 ფინალისტს შორის გადანაწილდა. სიმბოლური საჩუქრები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელით, პირველ და მეორე ადგილზე გასულ ფინალისტებს ერგოთ.




| Print |
FaceBook Twitter Google