სპორტი
თავისუფალ ჭიდაობაში მუნიციპალური ტურნირი ჩატარდა
დღეს გურჯაანის რევაზ მინდორაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში, გურჯაანის მერიის ორგანიზებით, თავისუფალ ჭიდაობაში შეჯიბრი გაიმართა.

როგორც ჩვენთან საუბარში მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა გელა დალაქიშვილმა განაცხადა, შეჯიბრი 7 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა სასპორტო გაერთიანების აღსაზრდელებმა მიიღეს.

„27 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი - გიორგი ოკინაშვილიმა, მეორე - დათა კახაბრიშვილმა და მესამე - ზაური ჩახვაშვილმა აიღო.
30 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი - ალექსი ხარატიშვილმა, მეორე - ვაჟა რევაზიშვილმა, მესამე - ნიკა მინდიაშვილმა მოიპოვა;
35 კგ. წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა - შოთა რაქვიაშვილი, მეორეზე- საბა ყანდიაშვილი, მესამეზე - ვალერი მთივლიშვილი; 40 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა - ტატო ჯიმშერიშვილმა, მეორე - თორნიკე მოსულიშვილმა, მესამე - შოთა ხარატიშვილმა; 46 კგ.წონით კატეგორიაში პირველი ადგილი აიღო- ნოდარ წინწალაშვილმა, მეორე- თორნიკე წინწალაშვილმა, მესამე- შოთა ქიტიაშვილმა; 51 კგ. წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი - გიორგი მოსულიშვილმა, მეორე - რატი ჯიმშერიშვილმა, მესამე - გიორგი სიბაშვილმა დაიკავა; რაც შეეხება მძიმე წონით კატეგორიას, პირველ ადგილზე ონისე ნაპირელი გავიდა, მეორეზე ვერცხლის მედალი ოთარ ქაჩლიშვილმა აიღო, ხოლო მესამე, ბრინჯაოს მედალი გიორგი გეთიაშვილს ერგო.“

მისივე თქმით, გამარჯვებულები გურჯაანის მერიამ შესაბამისი მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოა.




| Print |
FaceBook Twitter Google