სპორტი
ძირკოკში ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდება
ხვალ, 30 აგვისტოს, 18:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ქართულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართება.

მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის ინფორმაციით, შეჯიბრი 65, 75, 85 კგ და მძიმე (აბსოლუტურ) წონით კატეგორიაში ჩატარდება.
"ხუთ საათზე დაიწყება აწონვები და ექვსისთვის უკვე შეჯიბრი. სპორტსმენები მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ მონაწილეობას. იქნებიან ევროპის და მსოფლიო ჩემპიონები. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მედლებით , სერტიფიკატებით და თასებით. იქნება საპრიზო ფულადი ჯილდოები. ზოგადად, პირველ ადგილზე გასულებს გადაეცემათ: სამასი ლარი, მეორეზე-ორასი, ხოლო მესამეზე გასულებს ასი ლარი. რაც შეეხება აბსულუტურს აქ: პირველ ადგილზე გასულისთვის იქნება ხუთასი ლარი, მეორეზე - სამასი და მესამეზე ორასი. ასევე აბსოლუტური ჩემპიონი მიიღებს ჭიდაობის მთავარ პრიზს - ჭედილას."

მისივე თქმით ტურნირი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით იმართება და მისი მხარდამჭერია მუნიციპალიტეტის მერია. რაც შეეხება თანხას ის პროგრამული ბიუჯეტით არის განსაზღვრული.


| Print |
FaceBook Twitter Google