გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, ქართულ ჭიდაობაში
რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.
მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი
სპეციალისტის გელა დალაქიშვილის განაცხადებით, ტურნირის მთავარი პრიზი
- "ჭედილა", თბილისელმა სპორტსმენმა, გიორგი ქავთარაძემ,
დაისაკუთრა.
"სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები.
ჭიდაობა ოთხ წონით კატეგორიაში შედგა:
65 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი - ნიკო ჭიკაიძემ, მეორე -
იოსებ ცერცვაძემ, მესამე - ირაკლი კუპატაძემ აიღეს;
75 კგ. წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე - გიორგი დიდებაშვილი,
მეორეზე - დავით კოპაძე, მესამეზე - გიორგი გუგულაშვილი გავიდნენ. 85
კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი - იმედა გოგოლაძე,
მეორის- ზურა ლიქოკელი, ხოლო მესამის - ზვიად ბაზანდარაშვილი გახდა;
+85კგ. (აბსოლუტური) წონით კატეგორიაში პირველი ადგილი - გიორგი
ქავთარაძემ, მეორე - ონისე ბუღაძემ, მესამე - ნიკა ბუღაძემ მოიპოვეს.
საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო, თასი, მედლები და
სიგელები გადაეცათ"
მისივე თქმით, ტურნირი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით
სონღულაშვილის მხარდაჭერით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის
ორგანიზებით ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები